შვედი მუსიკოსი Robyn სიმღერაზე Honey გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეოზე რეჟისორმა მაქს ვიტალიმ იმუშავა, რომელიც პოპვარსკვლავის კომპოზიციებზე Dancing On My Own და Call Your Girlfriend შექმნილი ვიზუალური ნამუშევრების ავტორიცაა.
► ნახეთ: Robyn-მა Last Christmas დააქავერა
► მოუსმინეთ: Robyn-მა ახალი ალბომი Honey გამოუშვა
Honey არტისტის ამავე სახელწოდების მქონე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში 26 ოქტომბერს ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.
რობინ მირიამ კარლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1989 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომმა Robyn Is Here, რომელიც მუსიკოსმა 1995 წელს გამოსცა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. არტისტის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Dancing On My Own და Call Your Girlfriend.
კომენტარები