Thumbnail

მოუსმინეთ: Sf-x - სადარბაზოში ვინც დებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი ზაზა ნოზაძე, სასცენო სახელით Sf-x, მსმენელს მორიგ კომპოზიციას "სადარბაზოში ვინც დებს" სთავაზობს. ნამუშევრის პროდიუსერი შედარებით უცნობი მუსიკოსი Solis გახლავთ. ტრეკის სატელევიზიო პრემიერა ჯერ კიდევ 2017 წელს შედგა. ჩანაწერი რეპერის სადებიუტო ალბომში "თბილისიDONE" იქნება წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Sf-x - მოვიგებთ ომს 

► ნახეთ: Sf-x - თბილისიდან 

► მოუსმინეთ: Sf-x - ეპილოგი 

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებით "ქსელი 56" გახდა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა პროექტის "ჩემი ქალაქი" ფარგლებში ჩაწერილმა ამავე სახელწოდების კომპოზიციამ მოუტანა, რომელსაც იუთუბზე 5,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული