Thumbnail

ფოტოგალერეა: Ariana Grande გამოცემა Billboard-მა წლის ქალ არტისტად დაასახელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი არიან გრანდე პოპულარულმა ჟურნალმა, Billboard-მა 2018 წლის ქალ არტისტად დაასახელა. მუსიკოსმა გამოცემის მიერ გამართულ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. მომღერლის სურათი დეკემბრის ნომრის გარეკანზე დაიბეჭდება.

► ნახეთ, როგორ იღებდნენ Ariana Grande-ს კლიპს Thank U, Next

► Ariana Grande-მ რეკორდი დაამყარა

► ნახეთ: დოკუმენტური სერიის Ariana Grande: Dangerous Woman Diaries პირველი ეპიზოდი

Jacquemus-ისა და ალექსია ულიბარის სამოსში გამოწყობილ შემსრულებელს სურათები ცნობილმა ფოტოგრაფმა, მილერ მობლიმ გადაუღო.

Billboard მუსიკალურ ინდუსტრიაში გავლენიან ქალ არტისტებს ყოველწლიურად ასახელებს. ეს წოდება ისეთ არტისტებს მიუღიათ, როგორებიც არიან: ლედი გაგა, ტეილორ სვიფტი, მადონა და ბიონსე.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. ბოლო ალბომი Sweetener შემსრულებელმა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული