Thumbnail

ნახეთ: Eminem-მა ვიდეორგოლის Good Guy თიზერი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემინემმა კომპოზიციაზე Good Guy გადაღებული ვიდეორგოლის თიზერი გამოაქვეყნა. ტრეკში, რომელიც ლეგენდარული ლირიცისტის ბოლო ალბომში Kamikaze შედის, ახალგაზრდა კანადელი მომღერალი, ჯესი რეიესი მონაწილეობს. მუსიკალური კლიპი სრულად 13 დეკემბერს გავრცელდება.

► ნახეთ: Eminem-მა ახალი ფრისტაილი Kick Off გაავრცელა 

► Eminem-მა წელს ორი რეკორდი დაამყარა 

► ნახეთ: Eminem-მა კომპოზიცია Venom ნიუ იორკის ცათამბჯენზე შეასრულა 

ემინემმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო. გრემის 15 ჯილდოს მფლობელმა რეპერმა დღემდე 220 მილიონამდე ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა, რომელიც მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული