Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი ჯესიკა პრეტი ახალ სიმღერას Poly Blue ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Quiet Signs შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის 8 თებერვალს ჩაეშვება. ახალ ჩანაწერში სულ 9 კომპოზიცია გაერთიანდება. მომღერალმა თაყვანისმცემლებს მომავალი ნამუშევრის კიდევ ერთი სინგლი This Time Around ოქტომბერში შესთავაზა.

► ნახეთ: Jessica Pratt - This Time Around

ჯესიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მან სადებიუტო ნამუშევარი Jessica Pratt ხუთი წლის შემდეგ გამოუშვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Back, Baby და Night Faces მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული