Thumbnail

ნახეთ, როგორ იღებდნენ Ariana Grande-ს კლიპს Thank U, Next

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა არიანა გრანდემ ცოტა ხნის წინ სიმღერაზე Thank U, Next გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ამჯერად კი არტისტმა თაყვანისცემლებს ვიდეო შესთავაზა, რომელიც კომპოზიციის კლიპზე მუშაობის პროცესს ასახავს.

► Ariana Grande-მ რეკორდი დაამყარა

► ნახეთ: დოკუმენტური სერიის Ariana Grande: Dangerous Woman Diaries პირველი ეპიზოდი

არიანას მუსიკალურ ვიდეოზე ცნობილმა რეჟისორმა, ჰანა ლუქს დევისმა იმუშავა. კლიპში მომღერალმა კინოფილმების 13 Going on 30, Bring It On, Legally Blonde და Mean Girls სცენები გააცოცხლა. 

Thank U, Next შემსრულებლის რიგით მეხუთე ალბომში შევა, რომლიც გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება. ტრეკი მუსიკოსმა ყოფილ შეყვარებულებს მიუძღვნა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. ბოლო ალბომი Sweetener შემსრულებელმა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული