Thumbnail

ნახეთ: 2018 წლის Victoria's Secret-ის შოუზე Shawn Mendes-მა და Halsey-მ იმღერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ტელეკომპანია ABC-ის ეთერში ცნობილი ამერიკული ბრენდის, Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუს პრემიერა შედგა. ჩვენებაზე კანადელმა სუპერვარსკვლავმა, შონ მენდესმა კომპოზიცია Lost in Japan შეასრულა. სიმღერა არტისტის მესამე სტუდიურ ალბომში Shawn Mendes შედის, რომელიც გაყიდვაში 25 მაისს ჩაეშვა.

► ნახეთ: ჯასტინ ტიმბერლეიკმა და შონ მენდესმა What Goes Around... Comes Around შეასრულეს

ღონისძიებაზე Victoria's Secret-ის ანგელოზებმა ქალის თეთრეულის კოლექცია პოპვარსკვლავ ჰოლზის ჩანაწერის Without Me ფონზეც წარადგინეს. 

► ნახეთ: Halsey-მ სიმღერაზე Without Me ვიდეოკლიპი გადაიღო

შოუში მონაწილეობა ასევე რიტა ორამ, ბიბი რექსამ, დუეტმა The Chainsmokers და როკ ჯგუფმა The Struts მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკში გამართულ ჩვენებას მუსიკოსები The Weeknd და Zedd დაესწრნენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული