Thumbnail

გიორგი ჯანელიძის 5 საყვარელი სიმღერა

იუმორისტ გიორგი ჯანელიძის 5 საყვარელი სიმღერა.

ჩემი კრიტერიუმით, კარგად შეიძლება ჩაითვალოს სიმღერა, რომელიც პირველი მოწონებიდან ორი კვირის მერე, ისევ მოგწონს. აქ გთავაზობთ იმ სიმღერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ორ კვირაზე მეტხანს მიღიღინია.

5. Röyksopp - You Know I Have To Go

მანქანის მაგნიტოფონზე ჩინური USB ადაპტორი მაქვს. "რენდომ" ღილაკს როცა ვაჭერ, 200 სიმღერიდან 30% შემთხვევებში ამას აგდებს. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

4. Kollektiv Turmstrasse - Grillen Im Garten

იმდენჯერ იყვნენ საქართველოში და ისეთ დანგრეულ შენობებში უკრავდნენ, კი იმსახურებენ მოსმენას. ბევრი კარგი მელოდია აქვთ. მე ეს მომწონს.

3. Karen Souza feat. Jamie Lancaster - Billie Jean

როცა არსად გეჩქარება და მე 99% შემთხვევებში ასე ვარ, კარგი მუსიკაა.

2. Cyclope - L'Hymne à l'amour

აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი და ახალი, რეზონი და მონუმენტურობა და კიდევ რაღაცები.

1. Nicky Rubchenko - National Anthem of Ukraine

მანამდეც მომწონდა, მაგრამ ეს ბოლო დღეებია, განსაკუთრებით. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული