Thumbnail

მოუსმინეთ: რეპერმა PAJO-მ კომპოზიციაში "შენ შფოთავ" Young Mic გადისა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქუთაისელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნიკა ბიწაძე, ფსევდონიმით PAJO, ახალ კომპოზიციაში "შენ შფოთავ" კოლეგას, მიშკა მგალობლიშვილს, იგივე Young Mic-ს დისავს. შემსრულებელმა ნამუშევარი იანგ მაიქის ბოლო ტრეკის "ნუ შფოთავ" საპასუხოდ ჩაწერა. კომპოზიციის პროდიუსერი DEXTAH გახლავთ. 

► მოუსმინეთ: Young Mic ტრეკით "ნუ შფოთავ" საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

► ნახეთ: Pajo - დარჩი სტუდიაში Ft. Phantom 

პაჯომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი სადებიუტო ტრეკი "ნაბიჯი პირველი" გახლავთ, რომელშიც მონაწილეობა 2000-იანების პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, "ძებნილების" წევრი რევაზ მორჩილაძე, იგივე ბებერი მონაწილეობს. რეპერის ცნობილი კომპოზიციებია "წარმოვადგენ ქუთაისს", "მოგონება", "MC 3000 ნახვა" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული