Thumbnail

ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა The Black Marrows კომპოზიცია 29 Days გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა როკ ჯგუფმა The Black Marrows კომპოზიციის 29 Days განახლებული ვერსია და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. სიმღერა ბენდის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Unemployment შევა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა The Black Marrows კომპოზიციაზე Imitation of Life კლიპი გადაიღო

29 Days ჯგუფის გიტარისტმა, გიორგი მარმა 2010 წელს მისი და ზურა ჯავახიას ერთობლივი პროექტისთვის, ZurGi-სთვის დაწერა. კომპოზიცია "ზურგის" სადებიუტო ნამუშევარი იყო.

The Black Marrows თბილისში 2014 წელს ჩამოყალიბდა, ერთ წელიწადში კი სადებიუტო ალბომი Hurricane გამოსცა. ბენდში ამჟამად 4 წევრია: აჩი კევლიშვილი, გიორგი მარი, გოგა კაკულია და აჩი შიოშვილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული