Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-მა სიმღერა Limitless ცოცხლად შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდა. მუსიკოსმა გადაცემაში ფილმ Second Act-ის საუნდტრეკი Limitless ცოცხლად შეასრულა. კომპოზიცია ავსტრალიელმა არტისტმა, Sia-მ დაწერა. 

► ნახეთ, როგორ შეაშინა ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულმა

► ფოტოგალერეა: Jennifer Lopez-ის 20 გამორჩეული ჩაცმულობა

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა და Bad Bunny-მ სიმღერაზე Te Guste ვიდეოკლიპი გადაიღეს

Second Act კინოგაქირავებაში 21 დეკემბერს ჩაეშვება. ფილმში მთავარ როლს სწორედ ჯეილო ასრულებს. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული