Thumbnail

ნახეთ: Ariana Grande-მ ჰიტზე Thank U, Next ვიდეოკლიპი გადაიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე სიმღერაზე Thank U, Next გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლში მუსიკოსმა კინოფილმების 13 Going on 30, Bring It On, Legally Blonde და Mean Girls სცენები გააცოცხლა.

► ნახეთ: დოკუმენტური სერიის Ariana Grande: Dangerous Woman Diaries პირველი ეპიზოდი

► ნახეთ: Ariana Grande-ს მეგობრებმა სიურპრიზი გაუკეთეს

მუსიკალურ რგოლში მონაწილეობა ტელევარსკვლავმა კრის ჯენერმა და მომღერალმა ტროი სივანმაც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ვიდეოზე ცნობილმა რეჟისორმა, ჰანა ლუქს დევისმა იმუშავა, რომელიც არიანას სხვა კომპოზიციების Breathin, Love Me Harder, Side To Side და Into You კლიპების ავტორიცაა.

Thank U, Next შემსრულებლის რიგით მეხუთე ალბომში შევა, რომლიც გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება. ტრეკი მუსიკოსმა ყოფილ შეყვარებულებს მიუძღვნა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. ბოლო ალბომი Sweetener შემსრულებელმა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული