Thumbnail

ბრიტანელმა გრაიმ არტისტმა სთორმზიმ ერთწუთიანი კომპოზიცია Line და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევარი მუსიკოსის მიერ კომპანია "ადიდასთან" თანამშრომლობით გამოშვებული სპორტული ტანსაცმლის კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა. 

სთორმზიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება რეჩიტატივის კითხვის აგრესიული მანერითა და ენერგიული ინსტრუმენტალებით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2017 წლის სადებიუტო ალბომით Gang Signs & Prayer გახდა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. სტუდიური ჩანაწერმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეპერს არაერთი ჯილდოც მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული