Thumbnail

მოუსმინეთ: Young Mic ტრეკით "ნუ შფოთავ" საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

22 ნოემბერს ჰიპ ჰოპ არტისტმა მიშკა მგალობლიშვილმა, ფსევდონიმით Young Mic, კომპოზიცია "ვიკავებდი თავს" გამოაქვეყნა. რეპერმა, რომელიც შარშან პოლიციას მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა, წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.  

► ნახეთ: "ბირჟა მაფიის" წევრი ახალ კლიპში წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს 

ტრეკმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, "ბირჟა მაფიის" წევრი კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას "ნუ შფოთავ" აქვეყნებს, რომელშიც კრიტიკოსებს ეხმაურება. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი ზაზა თევთიძე გახლავთ. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული