Thumbnail

ნახეთ: Celine Dion-ს სატანიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა სელინ დიონმა ცოტა ხნის წინ საბავშვო ტანსაცმლის ახალი ხაზი Celinununu გაავრცელა, რომელიც გენდერულად ნეიტრალურ, ე.წ. უნისექს სამოსს მოიცავს. კოლექციის გამოშვებას გაზეთ National Catholic Register-თან საუბარში კათოლიკე მღვდელი, მონსინიორი ჯონ ესეფი გამოეხმაურა და მომღერალი სატანიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

"ამ ყველაფერში ეშმაკის ხელი ურევია. ბავშვის დაბადებისას პირველად სწორედ მისი სქესით ვინტერესდებით. ეს სრულიად ნორმალურია. იმის თქმა, რომ ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავება არ არსებობს, უკვე სატანიზმია. ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არ შეიძლება", - თქვა სასულიერო პირმა.

სელინს მღვდლის ბრალდებისთვის ჯერ არ უპასუხია. მუსიკოსმა კოლექციის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ მისი დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ბავშვებს საშუალებას აძლევს, სტერეოტიპებს თავი აარიდონ.

50 წლის პოპვარსკვლავმა კოლექციის პრომოუშენის ფარგლებში სარეკლამო ვიდეორგოლიც გაავრცელა. 

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული