Thumbnail

UNESCO-მ რეგეი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ რეგეი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

"იამაიკური მუსიკა, რომელიც დასავლეთ კინგსტონში მარგინალური ჯგუფების კულტურულ სივრცეში წარმოიქმნა, დღეს მთელ მსოფლიოში ჟღერს და პოპულარულია სხვადასხვა სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. სიმღერები უსამართლობასთან ბრძოლაზე, წინააღმდეგობაზე, სიყვარულსა და ჰუმანურობაზე მსოფლიო კულტურულ ფენომენად იქცა", - ნათქვამია იუნესკოს განცხადებაში.

იუნესკოს ნუსხაში რეგეის შესატანად კამპანია იამაიკის ხელისუფლებამ წამოიწყო. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში სწორედ ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეს მუსიკალური მიმართულება. პირველად ტერმინი "რეგეი" 1968 წელს Toots and the Maytals სინგლში Do the Reggay გამოიყენეს. ჟანრმა საყოველთაო პოპულარობა მალევე მოიპოვა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა ლეგენდარული იამაიკელი შემსრულებელი ბობ მარლია. ევროპელ მუსიკოსებს შორის კი ამ მიმდინარეობის გამორჩეული წარმომადგენლები ჯგუფები Police და UB40 არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული