Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Nicki Minaj კომპოზიციის Good Form რემიქსზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ნიკის დიდი ხნის მეგობარი, გავლენიანი რეპერი Lil Wayne მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Mike Will Made It-ია. სინგლის თავდაპირველი ვერსია მინაჟის ბოლო ალბომში Queen შედის, რომელიც აგვისტოში გამოიცა და დღეს უკვე ოქროს სტატუსის მფლობელია.

► ფესტივალი, რომლისთვისაც ნიკი მინაჟი ჩინეთში ჩაფრინდა, ყალბი აღმოჩნდა 

► ნიკი მინაჟმა რეკორდი დაამყარა 

► ნახეთ: ნიკი მინაჟმა EMA-ს დაჯილდოებაზე Good Form და Woman Like Me შეასრულა 

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული