Thumbnail

ნახეთ: Mike Will Made It, Young Thug და Swae Lee ტრეკს Fate ცოცხლად ასრულებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Mike Will Made It, Young Thug და Swae Lee ჯიმი ფელონის ცნობილ გადაცემას ეწვივნენ. მუსიკოსებმა მაყურებელთა წინაშე კომპოზიცია Fate ცოცხლად შეასრულეს. ნამუშევარი ფილმ Creed II-ის საუნდტრეკების ალბომშია წარმოდგენილი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ მაიქ უილი გახლავთ.

► მოუსმინეთ: პროდიუსერი Mike Will Made It ფილმის Creed II საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Mike Will Made It - F.I.G.H.T. Ft. Juicy J, Gucci Mane, YG, Quavo, Trouble & Eearz 

► მოუსმინეთ: Mike Will Made It - Kill 'Em With Success Ft. 2 Chainz, ScHoolboy Q & Eearz 

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი შემოქმედება 2017 წლის სადებიუტო ალბომს Ransom 2 და რამდენიმე მიქსტეიპს აერთიანებს. ატლანტელი მუსიკოსი არაერთი ჰიტის ავტორია, რომელთა შორისაა Humble., DNA., Mercy, No Lie, Pour It Up, No Flex Zone, Black Beatles და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული