Thumbnail

ფოტოგალერეა: რეპერი Young Thug ატლანტაში მდებარე სახლს 3 მილიონ დოლარად ყიდის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი ჯეფრი ლამარ უილიამსი, ფსევდონიმით Young Thug, ატლანტაში მდებარე სახლს სამ მილიონ აშშ დოლარად ყიდის. 1021 კვ.მ. ფართობის შენობაში თერთმეტი აბაზანა, შვიდი საძინებელი, სამზარეულო, საცურაო აუზი, კინოთეატრი და ბარია განთავსებული. 

► ნახეთ: Young Thug-მა კომპოზიციის Chanel ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

► მოუსმინეთ: რეპერმა Young Thug ახალი ჩანაწერი On The Rvn გაავრცელა 

► ნახეთ: Young Thug-მა კომპოზიციაზე Dirty Shoes კლიპი გადაიღო 

მუსიკოსმა ფეშენებელური აპარტამენტი 2016 წელს 2,75 მილიონ დოლარად შეიძინა. 

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. რეპერის ბოლო სტუდიური ალბომი Slime Language 2018 წლის აგვისტოში გამოიცა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული