Thumbnail

მოუსმინეთ: ციხეში მყოფმა 6ix9ine-მა სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Tekashi 6ix9ine-მა, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Dummy Boy ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევარი 13 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთაგან ოთხი: Tati, Fefe, Stoopid და Bebe რეპერის თაყვანისმცემლებმა უკვე მოისმინეს.

► რეპერი Tekashi 6ix9ine რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 

► ნახეთ: გავრცელებულ ვიდეოში 6ix9ine რეპერ Tadoe-ს მკვლელობას უკვეთავს

► სასამართლო 6ix9ine-ის საქმის განხილვას 2019 წლის სექტემბერში დაიწყებს

ჩანაწერზე მუშაობისას ტეკაშიმ არაერთ კოლეგასთან ითანამშრომლა. ალბომში ქანიე ვესთისა და ნიკი მინაჟის მონაწილეობით შექმნილ კომპოზიციებს შეხვდებით. მათ გარდა, ნამუშევარში ისეთმა შემსრულებლებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან: Tory Lanez, A Boogie Wit Da Hoodie, Lil Baby, Bobby Shmurda, Gunna, Anuel AA და სხვები.

► ნახეთ: სახლს, რომელშიც 6ix9ine და Kanye West კლიპს იღებდნენ, ესროლეს 

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს ტეკაში რეკეტში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით დააკავეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპერს გისოსებს მიღმა მინიმუმ 32 წლის გატარება მოუწევს, მაქსიმალური სასჯელი კი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

წარმოშობით მექსიკელმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული