Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: Luke Slater | Acierate | Greenbeam & Leon | Harrison BDP | Sevda

7 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი KHIDI წარმოგიდგენთ მსოფლიო ტექნო სცენის პიონერ დიჯეის, პროდიუსერსა და ლეიბლ Mote-Evolver-ის დამაარსებელს, Luke Slater-ს.

ინგლისელი არტისტის გარდა, მსმენელთა წინაშე ბერლინელი დიჯეი Acierate და ქართული ტექნო დუეტი Greenbeam & Leon წარდგებიან. G2-ში კი კლუბის რეზიდენტები, ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი Harrison BDP და ლადუკა ნინუა ჰაუს პროექტით Sevda დაუკრავენ.

4. Mtkvarze: Massimiliano Pagliara | Gacha | Toke | Gio Shengelia | Daniel Weil

7 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ბერლინში მოღვაწე პროდიუსერსა და დიჯეის Massimiliano Pagliara-ს მასპინძლობს. არტისტის სეტები ჰაუს და დისკო ჟღერადობაზეა ორიენტირებული.

7 დეკემბერს მსმენელთა წინაშე ასევე ქართველი დიჯეები Gacha Bakradze და Toke წარდგებიან. პატარა ოთახში კი ფრანგი დიჯეი Daniel Weil და ადგილობრივი სცენის წარმომადგენელი Gio Shengelia დაუკრავენ.

3. BASSIANI / HOROOM: Antigone | Newa | Joey Anderson | Kvanchi

7 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ფრანგ დიჯეისა და ტექნო სცენის მენტორს Antigone-ს მასპინძლობს. ცნობილი პარიზული კლუბის, Concrete-ის რეზიდენტთან ერთად, მსმენელები ქართველი არტისტის, Newa-ს მოსმენასაც შეძლებენ.

HOROOM-ის ოთახი კი ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერს, Inimeg Records-ის დამაარსებელ Joey Anderson-ს და "ჰორუმის" რეზიდენტს, Kvanchi-ს დაეთმობა.

2. KHIDI REBELS: Scratch The Floor | Deteral | Vasgorshalrud | Every Dog Has Its Day | I Killed The Devil 

8 დეკემბერი (შაბათი)

ვახუშტის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბი ახალ მოძრაობას KHIDI REBELS-ს იწყებს. ეს მიმართულება იმ პროექტებს გააერთიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს ეხმიანება.

8 დეკემბერს პროექტის "უსმინე, მაგრამ არ ისუნთქო მეტალი" ფარგლებში მსმენელთა წინაშე ქართული მეტალ ბენდები Scratch The Floor, Vasgorshalrud, I Killed The Devil, Deteral და Every Dog Has Its Day წარდგებიან. 

1. იან მაკსინი "პუბლიკაში"

9 დეკემბერი (კვირა)

Publica ამერიკაში მოღვაწე ვიოლონჩელისტს, კომპოზიტორსა და პროდიუსერს, Ian Maksin-ს მასპინძლობს. 

იან მაკსინი გასცდა ტრადიციული დაკვრის სტილს და საკუთარ შემოქმედებაში ბევრი მიმდინარეობა - კლასიკა, ჯაზი, ბლუზი, როკი, ეთნიკური და მსოფლიო მუსიკა გააერთიანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული