Thumbnail

ნახეთ: Young Thug-მა კომპოზიციის Chanel ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯეფრი ლამარ უილიამსი, ფსევდონიმით Young Thug, კომპოზიციაზე Chanel გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგები Gunna და Lil Baby მონაწილეობენ, რომლებიც ფართო საზოგადოებამ წელს გავრცელებული ერთობლივი მიქსტეიპით Drip Harder გაიცნო. Chanel იანგ თაგის 2018 წლის ალბომის Slime Language ერთ-ერთი სინგლია. 

► მოუსმინეთ: რეპერმა Young Thug ახალი ჩანაწერი On The Rvn გაავრცელა 

► ნახეთ: Young Thug-მა კომპოზიციაზე Dirty Shoes კლიპი გადაიღო 

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. რეპერის ბოლო სტუდიური ალბომი Slime Language 2018 წლის აგვისტოში გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული