Thumbnail

ნახეთ, როგორ შეაშინა ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულმა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მომღერლის, ჯენიფერ ლოპესის შეყვარებული, ბეისბოლის ყოფილი მოთამაშე ალექს როდრიგესი ინსტაგრამზე სახალისო ვიდეოს ავრცელებს. კადრები პარასკევს მადლიერების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ვახშამზეა გადაღებული.

► ფოტოგალერეა: Jennifer Lopez-ის 20 გამორჩეული ჩაცმულობა

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა და Bad Bunny-მ სიმღერაზე Te Guste ვიდეოკლიპი გადაიღეს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ InStyle-ის ფოტოსესიაში

ალექსმა გადაწყვიტა, ვახშამზე ებრაელი ექსტრასენსის, ლიორ სუშარდის დახმარებით 49 წლის პოპვარსკვლავს გახუმრებოდა. ლიორსაც არ მოერიდა და მაგიდასთან მსხდომი სტუმრები მომღერლის თვალწინ "დააძინა", რასაც ჯენიფერის გაოცება მოჰყვა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული