Thumbnail

რენტგენის ფირფიტაზე "კინტოს სიმღერა" აღმოაჩინეს, რომელიც გეი სიყვარულს ეძღვნება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

მუსიკის ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი ამ დრომდე უცნობი ქართულენოვანი კომპოზიცია აღმოაჩინა.

"ადრე მაჩუქა ეს რენტგენი მეგობარმა. იმასაც და მეც გვეგონა, "ბითლზი" ან "როლინგები" იქნებოდა ჩაწერილი და ეს შემრჩა", - თქვა ლაშამ popmusic-თან საუბარში. 

"კინტოს სიმღერა", რომლის ჩანაწერიც 1950-იანი წლებით თარიღდება, გეი სიყვარულს ეძღვნება. ჰომოსექსუალური ურთიერთობები იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. არალეგალური აუდიოჩანაწერები კი სწორედ რენტგენის ფირფიტებით ვრცელდებოდა, - ვკითხულობთ იუთუბზე გამოქვეყნებული სიმღერის აღწერაში.

გთავაზობთ სიმღერის ტექსტს:

"აღარ ვიცი რა ვქნა მე,
აღარ ვიცი რა ვუყო,
გული მხოლოდ ერთი მაქვს,
ორს კი როგორ გავუყო?
მუჰამედ და აბდულიც
სიყვარულს მეფიცება,
ორივეს შეყვარება
აბა, როგორ იქნება?
ერთმა შარფი დამპირდა
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს
ჩემი გულისთვის.
მე ორივე მომწონხართ,
აბა, რა ვქნა, რა გიყოთ?
სიყვარული ორივეს
მითხარ, როგორ გაგიყოთ?
მუჰამედ და აბდული
ასე ნუღარ მაწვალებთ,
ჩემს გულს და სიყვარულს
მხოლოდ ერთს ვანაცვალებ.
ერთმა შარფი დამპირდა
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს
ჩემი გულისთვის".

კომენტარები

ბოლოს დამატებული