Thumbnail

რეპერი Kay G სადებიუტო ჩანაწერს Apollo 11 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა გიორგი ქებურიამ, სასცენო სახელით Kay G, გაყიდვაში სადებიუტო EP სახელწოდებით Apollo 11 ჩაუშვა. 

სტუდიური ნამუშევარი 5 კომპოზიციას აერთიანებს. მინი ალბომზე მუშაობისას ქეი ჯიმ ნიკა ალექსიძესთან, ფსევდონიმით N.A და ნიკა კაჭეიშვილთან, სასცენო სახელით CA$H, ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: Kay G - ფრენის რეჟიმზე 

Kay G - Appolo 11 (2018)

1. ფრენის რეჟიმზე (Prod. By N.A)
2. Apollo 11 (Prod. By Kay G & N.A)
3. ვერ ვგრძნობ სახეს (Prod. By N.A & Kay G) 
4. საწამლავი (Prod. By CA$H)
5. სიმართლე თუ მოქმედება (Prod. By CA$H)

ალბომის შეძენა აქ არის შესაძლებელი.

გიორგიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფია" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი ცნობილი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული