Thumbnail

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, სასცენო სახელით Kay G, მსმენელს ახალ ჩანაწერს "ფრენის რეჟიმზე" სთავაზობს. კომპოზიციის პროდიუსერი ნიკა ალექსიძე, იგივე N.A გახლავთ, რომელთანაც გიორგიმ აქამდე არაერთხელ ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: Kay G - #ვფლანგავ Feat. N.A

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში, სოლო კარიერით დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფია" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი ცნობილი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული