Thumbnail

Aphex Twin-მა აქსესუარების ახალი ხაზი გამოუშვა

ინგლისელმა ელექტრონულმა არტისტმა და პროდიუსერმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, აქსესუარების ახალი ხაზი გამოუშვა. კოლექციაში ჩანთები, ქოლგები, მაისურები და სათამაშო დათუნიები შედის, რომლებზეც ლეგენდარული მუსიკოსის ლოგო და სახეა გამოსახული.

Aphex Twin: გოგოს ინტერნეტით გაცნობის მეშინია

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. არტისტმა ბოლო ჩანაწერი Collapse მიმდინარე წლის სექტემბერში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული