კვენტინ ტარანტინომ პირველი კინოსურათი "ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე" 1987 წელს სულ რაღაც 5,000 დოლარად გადაიღო. მაშინ მას არ გაუმართლა, რადგან ფირის დიდი ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა. თუმცა, რეჟისორმა ფილმის გადარჩენილი კადრებით კრიტიკოსების ყურადღების მიქცევა მაინც მოახერხა. მოგვიანებით ტარანტინომ "მკვლელებად დაბადებულების" სცენარი ოლივერ სტოუნს მიჰყიდა, აღებული ფულით კი "ცოფიანი ძაღლები" გადაიღო, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ამჟამად მის ანგარიშზე ცხრა ფილმი, ორი ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის ჯილდოა.
აღმაფრთოვანებელი სიუჟეტის, უნიკალური თხრობის სტილისა და ესთეტიკის გარდა, კვენტინის ნამუშევრების გამორჩევა მრავალფეროვანი საუნდტრეკებითაც შეიძლება. ის, ალბათ, ერთადერთი რეჟისორია, რომელსაც შეუძლია სცენის გასაფორმებლად ერთნაირი წარმატებით გამოიყენოს იაპონური პოპი, კლასიკა თუ ბლუზი და გაფიქრებინოს, რომ მუსიკა სწორედ ამ კადრებისთვის დაიწერა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთი ქვიზი სწორედ ტარანტინოს შემოქმედებისთვის მიგვეძღვნა.
ინსტრუქცია მარტივია - ჩართეთ მუსიკა და გამოიცანით, რომელ სცენას აფორმებს ესა თუ ის კომპოზიცია.
Dusty Springfield - Son of a Preacher Man





Stealers Wheel - Stuck In The Middle With You





John Legend - Who Did That to You?





Randy Crawford - Street Life





Smith - Baby It's You





The White Stripes – Apple Blossom





David Bowie - Cat People





Isaac Hayes - Truck Turner





Combustible Edison - Vertigogo





Shivaree - Goodnight Moon





უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, ტარანტინოს ფილმები დიდად არ გიყვარს. გულს ნუ დაიწყვეტ, შეგიძლია, ბედი სხვა ქვიზებში სცადო!
კარგი შედეგია!
ყოჩაღ, როგორც ჩანს, ტარანტინოს კინოსამყაროსაც მშვენივრად იცნობ და მუსიკაც ძალიან გიყვარს. ასე გააგრძელე!
შესანიშნავი შედეგია!
popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! იქნებ, ისიც იცოდე, რა დევს მარსელუს უოლესის ჩემოდანში? ჩვენც ძალიან გვაინტერესებს.
კომენტარები