Thumbnail
ფოტო: popmusic

popmusic წარმოგიდგენთ ჯგუფ "არას" ცოცხალ სესიას. 2018 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ახატანში მუსიკოსებმა მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალ ალბომში "რატომ მომიყვანეთ" შესული კომპოზიციები შეასრულეს.

► ნახეთ: ჯგუფი "არა" - ასატანი Session 

ჯგუფი სესიაზე შემდეგი შემადგენლობით წარდგა: ზურა ჯავახია (ვოკალი, გიტარა), გიორგი სიბაშვილი (ბასი), თორნიკე ჯაფიაშვილი (პიანინო), ირაკლი მენაღარიშვილი (პერკუსია), ლექსო რატიანი (უკულელე, გიტარა), საბა ზაკალაშვილი (გარმონი), ნოდარ კოტრიკაძე (საყვირი), გიორგი ამბარდნიშვილი და აკაკი ცხადაძე (ბექვოკალი).

ასატანი Session (სოფ. ახატანი, 2018): 

1. მსხალი
2. მიყვარხარ
3. ირმა
4. ღმერთო
5. ყოველდილას
6. გოგოები ზემოდან

ჯგუფი "არა" - ასატანი Session (პრომო)

🎶 popmusic და ჯგუფი "არა" წარმოგიდგენთ სოფელ ახატანში გადაღებულ ცოცხალ სესიას. #ასატანიsession 🔜 მალე!

Posted by popmusic on Wednesday, 21 November 2018

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული