Thumbnail

ნახეთ: KayaKata ახალ კლიპს "ნუ მტესტავ" ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata დაპირებისამებრ განაგრძობს მსმენელისთვის კვირაში ერთი ახალი კომპოზიციის გაზიარებას. შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის იუთუბის არხზე "კატების" მორიგი ტრეკი "ნუ მტესტავ" და მასზე გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. ჩანაწერის ინსტრუმენტალზე მაქსიმე მაჩაიძემ და ლეიბლის კიდევ ერთმა წევრმა, ნიკოლოზ საბანაძემ იმუშავეს.

► ნახეთ: KayaKata-მ ახალი კომპოზიცია Ukideganoba გაავრცელა 

► მოუსმინეთ: KayaKata - Jungle Inside The Cup 

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის Kung Fu Junkie წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. 2017 წლის ზაფხულში მუსიკოსებმა სადებიუტო მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction გაავრცელეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული