Thumbnail

საინტერესოა, House of the Rising Sun-ის უფრო მეტი ქავერი მოიძებნება, თუ მის შინაარსთან დაკავშირებული ლეგენდა. ასობით არტისტის მიერ გადამღერებული კომპოზიციის წარმომავლობა ბურუსითაა მოცული, თუმცა ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, ტექსტი მე-16 საუკუნის ინგლისურ ბალადას "საბედისწერო თიბვა" ეფუძნება.

სიმღერაში ნახსენები "ადგილი ნიუ-ორლეანში" წარმოსახვითია თუ რეალურად არსებულ ლოკაციას უკავშირდება, დღემდე საკამათო საკითხად რჩება. ზოგის აზრით, ამ ფრაზაში ციხეა ნაგულისხმები, სხვების თანახმად - საროსკიპო და ა.შ.

პირველი აუდიოჩანაწერი სათაურით Rising Sun Blues, რომელიც 1933 წლით თარიღდება, ტომ ეშლისა და გვენ ფოსტერს ეკუთვნით. ეშლის სიტყვებით, მან ერთხელ მოისმინა, როგორ ღიღინებდა ბაბუამისი სიმღერის ტექტს და იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა, თავადაც შეესრულებინა. 

ეშლისა და ფოსტერის შემდეგ House of the Rising Sun ათობით არტისტმა გადაამღერა, თუმცა ფართო აუდიტორიის ყურადღება კომპოზიციამ The Animals-ის შესრულებით მიიპყრო. ჩაკ ბერისთან ერთად ბრიტანულ ტურნეში მყოფმა ჯგუფის ვოკალისტმა ერიკ ბერდონმა სიმღერას ნიუკასლის ერთ-ერთ კლუბში მოჰკრა ყური და გადაწყვიტა, რომ მისგან ნამდვილი ჰიტის შექმნა შეიძლებოდა.

მან და ბენდის დანარჩენმა წევრებმა ტექსტი საგრძნობლად შეცვალეს. მათ ვერსიაში სიმღერა ქალზეა, რომელსაც ალკოჰოლიკი და აზარტული თამაშების მოყვარული მამის გამო ცხოვრება ენგრევა. დღეს ასობით ჩანაწერს შორის ყველაზე პოპულარული კომპოზიციის სწორედ ეს ვერსიაა.

ნიუ ორლეანური ამბის სხვადასხვა ვერსია ათობით ფილმისა თუ სერიალის საუნდტრეკად მოგვევლინა. მათ შორისაა Casino, Suicide Squad, Supernatural, The Waterboy და სხვა. სიმღერა შესრულებული აქვს ერთადერთ და განუმეორებელ ნინა სიმონეს:

Muse-ს მათთვის ჩვეული ენერგიით:

რამინ ჯავადის სერიალისთვის "ველური დასავლეთის სამყარო":

შინეიდ ო'კონორს, სანამ შუჰადა დევიტს დაირქმევდა:

ელექტრონული მუსიკის პიონერებს: 

თვით ბობ დილანს:

და ბოლოს, ჩვენი ფავორიტი. 2017 წელს ჩაწერილი ეს ვერსია სიმღერის კულტურული მნიშვნელობის საუკეთესი სიმბოლოა. ისე ისმინება, თითქოს თანამედროვე მუსიკალური სამყაროს პირმშოა და არა საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპოზიცია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული