ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. მის ახალ ნამუშევრებს მილიონობით თაყვანისცემელი მოუთმენლად ელის. 49 წლის მომღერალი ელეგანტური ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა. დაჯილდოებებისა და გლამურული საღამოების წითელ ხალიჩებზე შემსრულებლის გამოჩენა მედიისა და მოდის კრიტიკოსების ყურადღებას მუდმივად იქცევს.
► ნახეთ: Jennifer Lopez-მა და Bad Bunny-მ სიმღერაზე Te Guste ვიდეოკლიპი გადაიღეს
► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ InStyle-ის ფოტოსესიაში
► ნახეთ: Jennifer Lopez-ი კომპოზიციის Dance Again შესრულებისას წაიქცა
გადავწყვიტეთ, ჯეილოს 20 გამორჩეული ჩაცმულობა წარმოგიდგინოთ, რომელიც არტისტის სხეულის მიმზიდველ ფორმებს უსვამს ხაზს.
ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.
კომენტარები