Thumbnail

ნახეთ: Foster The People-მა კომპოზიციაზე Worst Nites ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ინდი პოპ ჯგუფმა Foster The People კომპოზიციაზე Worst Nites ვიდეოკლიპი გადაიღო. სიმღერა ბენდის მომავალ ალბომში FTP4 შევა, რომელიც 2019 წელს გამოიცემა.

Foster the People ლოს ანჯელესში 2009 წელს შეიქმნა. მუსიკოსებს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოშვებულმა სინგლმა Pumped Up Kicks მოუტანა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Torches გაავრცელა. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Sacred Hearts Club კოლექტივმა შარშან გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული