Thumbnail

კომპოზიციის "სოციალური ნაგავი" შემსრულებელი ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა, მსმენელს სამთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჰიპ ჰოპ არტისტმა ახალი ტრეკი "სამშობლო" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი თავად თერიკა გახლავთ.

► მოუსმინეთ: თერიკა - ცოტა ნელა 

► მოუსმინეთ: სინსორა & თერიკა - თუ დაინახე ბალახი (Prod. By დასავლელი) 

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული