Thumbnail

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის 5 საყვარელი სიმღერა. 

ძალიან რთულია, ხუთი სიმღერის არჩევა მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი მოგწონს. მაინც შევარჩიე და რომ დავაკვირდი, თითქმის ყველა ბავშვობის სიყვარულია. ამაშია მთელი ხიბლი. როცა რაღაცა ნამდვილია და ზუსტი, ის უკვდავია. ყველა ეს შემსრულებელი, პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ მიყვარს, რომ ნამდვილები არიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 

5. Björk - All Is Full of Love

ეს სიმღერაც ჩემი ბავშვობის სიყვარულია. 

4. Radiohead – Daydreaming

Radiohead ძალიან მიყვარს, სიმღერის გამორჩევაც კი რთულია, მაგრამ ამასთან სპეციფიკური დამოკიდებულება მაქვს. რაღაცნაირ პერიოდს დაემთხვა, საკუთარ თავთან დიალოგის ცხრადღიან პროცესს. ამიტომაც ავირჩიე. 

3. Annie Lennox – Why

ეს სიმღერა ბავშვობაში მაგდებს, რომელიც თან მიყვარს, თან ძალიან დიდ სევდას მგვრის. უცნაურია ეს შეგრძნება, ცოტა მაზოხისტურიც ალბათ, მაგრამ საოცარია ეს ქალი და ამიტომაც ყოველთვის სიამოვნებით ვუბრუნდები.

2. ირაკლი ჩარკვიანი - სულს

ეს მეორეზეა და საერთოდ, ალბათ, ხუთი ცოტაა, როდესაც ჩარკვიანი გვყავს.

1. დათო ევგენიძე & ირაკლი ჩარკვიანი - Emotions

ეს პირველ ადგილზეა ყოველთვის. არანაირი ისტორია არ მაკავშირებს, უბრალოდ უკვდავი მგონია.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული