Thumbnail

შინეიდ ო'კონორი: თავს იმიტომ არ ვიკლავ, რომ ბონო ჩემს დაკრძალვაზე სიტყვით გამოვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ირლანდიელი მუსიკოსი შინეიდ ო'კონორი, რომელმაც ისლამის მიღების შემდეგ სახელი შეიცვალა და შუჰადა დაირქვა, მორიგ ხმაურიან განცხადებას ავრცელებს. 

► შინეიდ ო'კონორი: არ მსურს თეთრკანიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუსლიმები არ არიან

"2016 წლიდან მოყოლებული, თავს მხოლოდ იმიტომ არ ვიკლავ, რომ, შესაძლოა, ჩემს დაკრძალვაზე ბონომ სიტყვა წარმოთქვას", - დაწერა ტვიტერზე მომღერალმა.

არტისტმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ის U2-ს ვოკალისტის პაროდიას აკეთებს. 

► ნახეთ: შინეიდ ო'კონორმა ისლამი მიიღო

შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, პრინსის სიმღერის Nothing Compares To You განახლებული ვერსიის შესრულებით გახდა. მუსიკოსი აქტიურადაა ჩართული ქალებსა და ბავშვებზე მიმართული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიებში. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული