Thumbnail

დემი ლოვატო: ნამდვილი მეგობრები შენ შესახებ მედიასთან არ საუბრობენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი დემი ლოვატო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ერთ-ერთმა ფანმა მუსიკოსი ყოფილი მწვრთნელის, დენიელ მარტინის სამსახურიდან გათავისუფლების გამო გააკრიტიკა.

► დემი ლოვატო ნარკოტიკით ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

► დემი ლოვატომ ის ნარკოტიკი მიიღო, რამაც პრინსი, ტომ პეტი და ლილ ფიფი იმსხვერპლა

► ნახეთ: დემი ლოვატო ნარკოტიკებით ზედოზირების შემდეგ სახლში დაბრუნდა

"დემი უსამართლოდ მოიქცა. მარტინი იმ იშვიათ ადამიანთაგანი იყო, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავდნენ და სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ. დემის გარემოცვას მხოლოდ მისი ფული აინტერესებს, ის კი ამას ვერ ამჩნევს", - დაწერა ტვიტერზე შემსრულებლის თაყვანისმცემელმა.

ცოტა ხანში ამ პოსტის ქვეშ კომენტარი თავად დემი ლოვატომ დატოვა:

"წარმოდგენა არ გაქვთ, რაზე საუბრობთ. ნამდვილი მეგობრები შენ შესახებ ინტერვიუს არ იძლევიან მაშინ, როდესაც ზედოზირებით საავადმყოფოში ხვდები".

შეგახსენებთ, რომ ლოვატო ნარკოტიკული საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის ივლისში მოათავსეს. მისმა მწვრთნელმა კი არტისტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ მედიასთან ღიად ისაუბრა. დემი დენიელ მარტინთან ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა.

დემი ლოვატომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება 2009 წელს გამოშვებულმა სტუდიურ ალბომმა Here We Go Again მოუტანა, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. არტისტის ყველაზე პოპულარული სიმღერებია Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident.

კომენტარები

ბოლოს დამატებული