Thumbnail

Rammstein ალბომის გამოცემის შემდეგ 3-წლიან ტურნეს დაიწყებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის გიტარისტის, რიჰარდ კრუსპეს თქმით, ბენდი ახალი, რიგით მეშვიდე ალბომის გამოცემის შემდეგ 3-წლიანი მსოფლიო ტურნეს გამართვას გეგმავს. ამის შესახებ მუსიკოსმა რადიოსადგურ United Rock Nations-თან ინტერვიუში განაცხადა.

"დეკემბრის შუა რიცხვებში ლოს ანჯელესში, ჩვენი ახალი ალბომის დასამთავრებლად გავემგზავრები. შემდეგ კი ტურნესთვის მზადებას დავიწყებთ. კონცერტები 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა კრუსპემ.

"რამშტაინი" ახალ სტუდიურ ჩანაწერს 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლის გაზაფხულზე გაავრცელებს. ნამუშევრის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.

► Rammstein-ის ახალი ალბომი 2019 წლის გაზაფხულზე გამოიცემა

Rammstain ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული