Thumbnail

ამერიკულმა ინდი ფოლკ ჯგუფმა Bon Iver ატლანტელ ჰიპ ჰოპ არტისტ მაიკლ უილიამსთან, იგივე Mike Will Made It-თან ერთად ახალი კომპოზიცია Do You Need Power? (Walk Out Music) გაავრცელა. ჩანაწერი მაიკლის მიერ ფილმისთვის Creed II შექმნილი საუნდტრეკების ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: პროდიუსერი Mike Will Made It ფილმის Creed II საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს

► ნახეთ: Bon Iver-მა სამი ახალი კომპოზიცია გაავრცელა

"ბონ ივერი" მუსიკოსმა ჯასტინ ვერნონმა 2006 წელს ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში კი ჯგუფმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა. მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა სახელწოდებით Bon Iver კოლექტივს 2012 წელს გრემის ჯილდო მოუტანა. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Holocene და I Can't Make You Love Me. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული