Thumbnail

მოუსმინეთ: პროდიუსერი Mike Will Made It ფილმის Creed II საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მაიკლ უილიამსმა, ფსევდონიმით Mike Will Made It, ფილმისთვის Creed II შექმნილი საუნდტრეკების ალბომი გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 15 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთა ინსტრუმენტალიც მაიკლს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: Pharrell Williams-ისა და Kendrick Lamar-ის კომპოზიცია The Mantra 

► მოუსმინეთ: Mike Will Made It - Kill 'Em With Success Ft. 2 Chainz, ScHoolboy Q & Eearz 

ნამუშევარში არაერთმა გავლენიანმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორისაც არიან: Kendrick Lamar, J. Cole, Nas, Rick Ross, A$AP Rocky, Juicy J, Lil Wayne, ScHoolboy Q, 2 Chainz, A$AP Ferg, Nicki Minaj, Gucci Mane, YG, Quavo, Slim Jxmmi, Ella Mai, Pharrell, Rae Sremmurd, Kodak Black, Gunna, Vince Staples, Young Thug, Swae Lee, Ari Lennox, Bon Iver და სხვები.

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი შემოქმედება 2017 წლის სადებიუტო ალბომს Ransom 2 და რამდენიმე მიქსტეიპს აერთიანებს. ატლანტელი მუსიკოსი არაერთი ჰიტის ავტორია, რომელთა შორისაა Humble., DNA., Mercy, No Lie, Pour It Up, No Flex Zone, Black Beatles და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული