Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Geo Folk Tour ბენდ U2-ს სიმღერის ფოლკლორული ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა მუსიკალურმა პროექტმა Geo Folk Tour ცნობილი ირლანდიური ჯგუფის, U2-ს სიმღერის I Still Haven't Found What I'm Looking For ფოლკლორული ვერსია გაავრცელა. 

 ნახეთ: ჯგუფმა Geo Folk Tour "ლედ ზეპელინის" კომპოზიციების ფოლკლორული ვერსიები გაავრცელა

"ლეგენდარულმა როკ ჯგუფმა U2-მ თაობებზე მოახდინა გავლენა. ბენდის სოლისტმა ბონომ უამრავი ადამიანის აზროვნება შეცვალა, მათ შორის ჩვენიც. მოუთმენლად ველით კოლექტივის კონცერტზე დასწრებას ბერლინში", - აღნიშნავენ პროექტის წევრები.

Geo Folk Tour 2011 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივმა შარშან ჯგუფ Aerosmith-ის ჰიტის Dream on ქართული ხალხური ვერსიაც ჩაწერა. 2017 წელს ბენდის წევრებმა მუსიკოს ბერასთან ერთად ცნობილი საშობაო სიმღერების ფოლკლორულ ქავერებზეც იმუშავეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული