Thumbnail
ფოტო: Bild

"ბერგჰაინის" ფეისკონტროლი სვენ მარქარდი სიდნეის კლუბში არ შეუშვეს

ბერლინში მდებარე ლეგენდარული კლუბის, "ბერგჰაინის" არანაკლებ ლეგენდარული ფეისკონტროლი სვენ მარქარდი სიდნეის ერთ-ერთ კლუბში არ შეუშვეს. გამოცემა Bild-ის ცნობით, ამის შესახებ სვენმა 10 ნოემბერს დეშლერის გალერეაში გამართული დისკუსიისას ისაუბრა. 

მარქარდის თქმით, მან თავადაც გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც ფეისკონტროლს ვერ გადიხარ. ავსტრალიაში ყოფნისას, ის ერთ-ერთი ღამის კლუბის კარიდან გამოაბრუნეს. მიზეზად კი მის სახეზე არსებული ტატუირება დაუსახელეს. 

"მოგვიანებით კლუბის მეპატრონეს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ბერლინში ყოფნისას  ის "ბერგჰაინში" არ შეუშვეს", - დასძინა სვენმა. 

სვენ მარქარდი დეშლერის გალერეაში გამართულ დისკუსიაზე. ფოტო: Marcus Deschler

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, კლუბში KHIDI სვენ მარქარდის გამოფენა გაიმართა. პროექტი East სვენის მონუმენტურ, შავ-თეთრ ფოტონამუშევრებს და ხელოვანთა კოლექტივ Pfadfinderei-ის ფართოფორმატიან ვიდეოპროექციებს აერთიანებდა. ექსპოზიციის დათვალიერებასთან ერთად, კლუბის სტუმრებს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, დომინიკ ფერნოუს ცნობილი პროექტის, Prurient-ის ლაივის მოსმენაც შეეძლოთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული