Thumbnail
ფოტო: popmusic

Kay G-ის სადებიუტო EP 'Apollo 11' 16 ნოემბერს გავრცელდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტის, გიორგი ქებურიას, სასცენო სახელით Kay G, სადებიუტო EP სახელწოდებით Apollo 11 გაყიდვაში 16 ნოემბერს, რეპერის დაბადების დღეზე ჩაეშვება. ხუთტრეკიანი სტუდიური ნამუშევრის შეძენა Bandcamp-ზე იქნება შესაძლებელი.

► ნახეთ: B2B Cypher - Masteri x Kay G (Prod. By HaruTune) 

► მოუსმინეთ: Kay G - #ვფლანგავ Feat. N.A 

გთავაზობთ ჩანაწერის გარეკანსა და ტრეკლისტს:

1. ფრენის რეჟიმზე (Prod. By N.A)

2. Apollo 11 (Prod. By Kay G & N.A)

3. ვერ ვგრძნობ სახეს (Prod. By N.A & Kay G) 

4. საწამლავი (Prod. By CA$H)

5. სიმართლე თუ მოქმედება (Prod. By CA$H)

გიორგიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფია" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი ცნობილი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული