Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: Sven Marquardt-ისა და Prurient-ის პროექტი East კლუბში KHIDI

KHIDI-ს მესამე სართულზე თანამედროვე ხელოვნების სივრცე ფოტოგრაფისა და ლეგენდარული ბერლინური კლუბის, "ბერგჰაინის" ფეისკონტროლის, სვენ მარქარდის და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, დომინიკ ფერნოუს ერთობლივი პროექტით East გაიხსნა. 

East, რომელიც სპეციალურად "ხიდის" ახალი სივრცისთვის მომზადდა, სვენის მონუმენტურ, შავ-თეთრ ფოტონამუშევრებს და ხელოვანთა კოლექტივ Pfadfinderei-ის ფართოფორმატიან ვიდეოპროექციებს აერთიანებდა. ექსპოზიციის დათვალიერებასთან ერთად, კლუბის სტუმრებს დომინიკ ფერნოუს ცნობილი პროექტის, Prurient-ის ლაივის მოსმენაც შეეძლოთ. 

გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლეიბლის, Hospital Productions-ის შოუქეისის ნაწილი იყო, რომელსაც 2 და 3 ნოემბერს კლუბმა KHIDI უმასპინძლა. Red Bull Music-ის მიერ წარმოდგენილი ღონისძიების ფარგლებში მსმენელთა წინაშე ექვსი არტისტი: Nathan Fake, Ron Morelli, Becka Diamond, Ancient Methods, Vatican Shadow და Volvox წარდგა. პროექტი საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული