Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg-მა თეთრ სახლთან კანაფი მოწია და ტრამპს აგინა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი კელვინ ბროდუს უმცროსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, ვაშინგტონში ყოფნისას თეთრი სახლთან არსებულ სკვერს ესტუმრა. რეპერმა შენობის მახლობლად მარიხუანა მოწია და დონალდ ტრამპის მისამართით შეიგინა. სნუპმა "ვოიაჟის" ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

► ნახეთ: რეპერი Snoop Dogg კულინარიული რეცეპტების წიგნს გამოუშვებს 

"როდესაც თქვენ ხმას აძლევთ და ათას სისულელეს აკეთებთ, მე თეთრ სახლთან ვარ და ვეწევი. პრეზიდენტის დედაც", - აღნიშნა არტისტმა.

View this post on Instagram

I had 2 do it pt 3

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

შემსრულებელი დონალდ ტრამპის პოლიტიკის ცნობილი მოწინააღმდეგეა. მიმდინარე წლის სექტემბერში მან ერთ-ერთი ინტერვიუში პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

► Snoop Dogg: შე**ცი დონალდ ტრამპს და ქანიე ვესთს 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სნუპ დოგმა ჩანაწერი Make America Crip Again გაავრცელა. მან დონალდ ტრამპის ცნობილი სლოგანი Make America Great Again შეცვალა.

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული