Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-მა და Bad Bunny-მ სიმღერაზე Te Guste ვიდეოკლიპი გადაიღეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი და პუერტორიკოელი არტისტი Bad Bunny ახალ სიმღერას Te Guste და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. კომპოზიცია მუსიკოსების პირველი ერთობლივი ნამუშევარია. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ InStyle-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: Jennifer Lopez-ი კომპოზიციის Dance Again შესრულებისას წაიქცა

► ნახეთ: Drake-მა და Bad Bunny-მ ესპანურენოვან სიმღერაზე Mia კლიპი გადაიღეს

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.  

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Drake, Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული