Thumbnail

ნახეთ: Demi Lovato ნარკოტიკებით ზედოზირების შემდეგ სახლში დაბრუნდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო სახლში დაბრუნდა. მუსიკოსმა რამდენიმე თვე ლოს ანჯელესის მახლობლად, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა. მომღერალმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და ინსტაგრამზე საარჩევნო უბანზე გადაღებული ფოტო ატვირთა. 

► დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

► ნახეთ: დემი ლოვატო ნარკოტიკით ზედოზირების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

► ნახეთ: დემი ლოვატო ლოს ანჯელესში მდებარე სახლს 9,4 მილიონ დოლარად ყიდის

"მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი და არჩევნებში მონაწილეობა მივიღე. თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. მას ყველაფრის შეცვლა შეუძლია", - დაწერა დემიმ.

მუსიკოსი სარეაბილიტაციო ცენტრში ოპიოიდური საშუალებების: ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით მიმდინარე წლის ივლისში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სამკურნალო დაწესებულებაში წარსულშიც არაერთხელ იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში მომღერალმა აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული