Thumbnail

რეპერებმა Lil Pump და Smokepurpp ლეიბლი Gucci Gang დააარსეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, გაზი გარსიამ, ფსევდონიმით Lil Pump და ომარ პინეირომ, სასცენო სახელით Smokepurpp, ახალი ლეიბლი Gucci Gang: The Label დააარსეს. ინფორმაცია სმოუქფარფმა დაადასტურა.

► მოუსმინეთ: XXXTentacion & Lil Pump - Arms Around You Ft. Swae Lee & Maluma 

► მოუსმინეთ: Lil Pump - Multi Millionaire Feat. Lil Uzi Vert 

► ნახეთ: Lil Pump-ის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია 

"პირველი არტისტი, რომელთანაც კონტრაქტი გავაფორმეთ, ფლორიდელი რეპერი Richy Samo გახლავთ. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე მუსიკოსი, რომლებსაც ვაკვირდებით, მაგრამ სახელების წინასწარ დასახელება არ მსურს", - აღნიშნა ფარფმა.

მეგობარი არტისტები მაყურებლის წინაშე კარიერის საწყისი ეტაპიდანვე ერთად გამოჩნდნენ. მუსიკოსებმა არაერთ წარმატებულ კომპოზიციზე ითანამშრომლეს. საუნდქლაუდ რეპერების პოპულარული ჩანაწერები What You Gotta Say, Smoke My Dope და Nephew გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული