Thumbnail

შინეიდ ო'კონორი: არ მსურს თეთრკანიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუსლიმები არ არიან

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ირლანდიელი მუსიკოსი შინეიდ ო'კონორი თეთრკანიან ადამიანებს, რომლებიც მუსლიმები არ არიან, "საზიზღრებად" მიიჩნევს. როგორც ცნობილია, 51 წლის არტისტმა ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო და შუჰადა დაირქვა. 

► ნახეთ: შინეიდ ო'კონორმა ისლამი მიიღო

► მოუსმინეთ: შინეიდ ო'კონორმა 4-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა Milestones გამოუშვა

"ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაც რასისტულად ჟღერს. ვერასდროს ვიფიქრებდი, ამას თუ ვიგრძნობდი. აღარ მსურს თეთრკანიან ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუსლიმები არ არიან. არცერთი წამით, არანაირი მიზეზით. ისინი საზიზღრები არიან", - აღნიშნავს მომღერალი სოციალურ ქსელში.

"მაპატიეთ. ხანდახან უფალს ბინძური საქმის შემსრულებელი სჭირდება", - დაამატა მუსიკოსმა.

მუსიკოსს პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა:

"ისლამი კანის ფერის მიხედვით ადამიანებს არ არჩევს. უნდა შეიცვალო აზრი, შუჰადა".

შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, პრინსის სიმღერის Nothing Compares To You განახლებული ვერსიის შესრულებით გახდა. მუსიკოსი აქტიურადაა ჩართული ქალებსა და ბავშვებზე მიმართული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიებში. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული