Thumbnail

Lana Del Rey და Jared Leto "გუჩის" ახალი სახეები იქნებიან

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსები ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო იტალიური მოდის სახლის, "გუჩის" სახეები იქნებიან. ისინი რეკლამირებას ახალ სუნამოს Gucci Guilty გაუწევენ. არტისტების მონაწილეობით შექმნილი კამპანიის ვიდეოები სატელევიზიო ეთერში მომავალი წლის იანვარში ჩაეშვება. პრომოუშენის ფარგლებში პოსტერებიც დაიბეჭდება.

► ნახეთ: Lana Del Rey - How to Disappear

ნახეთ: Lana Del Rey-მ Machine Gun Kelly-სთან ჩაწერილი ტრეკის ნაწყვეტი გაავრცელა

► მამაკაცს, რომელსაც ლანა დელ რეის დევნაში ადანაშაულებდნენ, 1 წელი მიუსაჯეს

"გუჩის" შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელე პოპვარსკვლავებთან აქტიურად თანამშრომლობს. 2 ნოემბერს ის ლოს ანჯელესში გამართულ საღამოს Hollywood Forever Cemetery ლანასთან და ჯარედთან ერთად დაესწრო. 2018 წლის მეთ გალაზე მუსიკოსების ჩაცმულობაზეც ასევე მიკელემ იზრუნა. 

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ თავის ძმასთან, შენონთან ერთად როკ ბენდი Thirty Seconds to Mars ლოს ანჯელესში 1998 წელს ჩამოაყალიბა. წელს კოლექტივმა რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი America გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული